17 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლოა, ისევ შსს-ს საქვეუწყებო დაწესებულებად ჩამოყალიბდეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პრემიერის დაქვემდებარებიდან შესაძლოა გამოვიდეს და ისევ შსს-ს საქვეუწყებო დაწესებულებად ჩამოყალიბდეს.

ცვლილებაზე ხელისუფლება უკვე მუშაობს და „კურიერის“ ინფორმაციით, ის ძალაში მომავალი წლიდან შევა. სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ დეტალები მისთვის უცნობია და სამსახური ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

„ეს არის მთავრობის და შესაბამისად, შემდეგ უკვე პარლამენტის გადასაწყვეტი, ასე რომ წინასწარ მე ვერაფერს ვერ გეტყვით. შემიძლია დაგიდასტუროთ მხოლოდ ის, რომ სამსახური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში,“ - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა. 

დღის ამბები