26 აპრილი 2024,   19:59
ვრცლად
ზაზა ოქუაშვილს გამოკითხვაზე იბარებენ - ბიზნესმენი პროკურატურაში არ მივა და მის გამოკითხვას ლონდონში ითხოვს

ზაზა ოქუაშვილი დღეს ქალაქის პროკურატურაში გამოკითხვაზე არ მივა. ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელი ლონდონში იმყოფება და საგამოძიებო ჯგუფის ჩასვლასაც იქ ითხოვს. პარალელურად კი ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სარჩელს საფრანგეთის სასამართლოსთვის ამზადებს. ამის შესახებ მან "რუსთავი2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. საქართველოში დაწყებული გამოძიების ფარგლებში კი გამოკითხვაზე დაბარებულია ნატო ჩხეიძეც. ის სასამართლო წესით უნდა გამოიკითხოს მას შემდეგ, რაც პროკურატურა ამ შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. ეს კი ამ დრომდე არ მომხდარა.

"ის რომ დღეს ვერ ჩამოდის და საქართველოში ვერ აძლევს ის ინფორმაციას ეს არის იმ აბსურდული მდგომარეობით, რომ არათუ ბრალდებულებისთვის წარმოადგენს საშიშროებას საქართველოში ყოფნა, არამედ წარმოადგენ დაზარალებულებისათვის. მზად არის ერთის მხრივ მისცეს გამოძიებას სრული ინფორმაცია ამის შესაძლებლობას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გვაძლევს, რომ ის გამოკითხული იქნება არა საქართველოში, არა,მედ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე," - აცხადებს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

დღის ამბები