85 წლის ასაკში ესპანელი სოპრანო მონსერატ კაბალიე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, კაბალიე ბარსელონას ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის სექტემბრის შუა რიცხვებში მოათავსეს.
ექიმების ინფორმაციით, მომღერლის ჯანმრთელობა 2012 წელს გადატანილი ინსულტის შემდეგ გაუარესდა, რის შემდეგაც ის პერმანენტულ მკურნალობას გადიოდა.