სარფი-ბათუმის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გუშინ საღამოს, დაახლოებით, 1 საათი პარალიზებული იყო. მიზეზი მთიდან ლოდების მასის ჩამოშლა გახდა.
თვითმხილველების განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცენტრალურ მაგისტრალზე ერთი საათის განმალობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა და მიმოსვლა ამ დროისთვის უკვე აღდგენილია.