26 ნოემბერი 2022,   22:10
ვრცლად
ფონდ „იავნანას“ საქმე - ბრალდების მხარეს კითხვები ბურჭულაძის და მისი მეუღლის სამოგზაურო ხარჯებთან დაკავშირებით აქვს

ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ მიმდინარე საქმე - პროკურატურის წარმომადგენლებმა დღეს მოსამართლის თანდასწრებით პაატა ბურჭულაძის მეუღლე გამოკითხეს.

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ კითხვებს აჩენს პაატა ბურჭულაძისა და მისი მეუღლის, ანგელა ვასილენკოს სამოგზაურო ხარჯები. 

დაკითხვის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განმარტა, რომ მათ აინტერესებდათ, რამდენად მიზნობრივად იხარჯებოდა ფონდის ბიუჯეტიდან თანხები, რომელიც ვასილენკოს და ბურჭულაძეს ხმარდებოდა.

ბრალდების მხარეს ასევე აინტერესებს, რამდენად უკავშირდებოდა ვასილენკოს ვიზიტები სხვადასხვა ქვეყანაში ფონდის საქმიანობას.

„გამოძიებას კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, პაატა ბურჭულაძის და მისი მეუღლის საკმაოდ ხანგრძლივ დროის მონაკვეთში ცხოვრება სასტუმროში და ამის ანაზღაურება ფონდის თანხებიდან რამდენად წარმოადგენდა ფონდის მიზანს. ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რატომ ხდებოდა წლების განმავლობაში ანგელა ვასილენკოს მგზავრობის ხარჯების დაფინანსება უშუალოდ ფონდის თანხებიდან, კონკრეტულად რა მიზნებით მიემგზავრებოდა ის საქართველოდან და რა მიზნებით ჩამოდიოდა საქართველოში,“ - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

პროკურორმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საგამოძიებო უწყებას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვასილენკო 4 ოქტომბერს ქვეყნის დატოვებას გეგმავდა. პროკურორის თქმით, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, თითქოს ბურჭულაძის მეუღლის გამგზავრების შესახებ ადვოკატებმა საგამოძიებო უწყებას აცნობეს.

დღის ამბები