17 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
ოკუპანტებმა მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯიდან ორი ქართველი გაიტაცეს

ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს.

არსებული ინფორმაციით, გიორგი შამანაური და იასონ შუკაკიძე ახმაჯის ტყეში შეშის მოსატანად იყვნენ წასულები, რა დროსაც ისინი ოკუპანტებმა დააკავეს.

გატაცებულები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ოკამის მცხოვრებლები არიან.

როგორც ოჯახის წევრები და თანასოფლელები ყვებიან, დაახლოებით, დღის 12 საათზე გიორგი შამანაურმა ოჯახში დარეკა და გატაცების შესახებ აცნობა. ამ დროისთვის მისი მობილური ტელეფონი გათიშულია.

მომხდარის შესახებ ყველა შესაბამისი სამსახური ინფორმირებულია.

 

დღის ამბები