17 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
„არასდროს მენაბდეს არ შეუცვლია ჩვენება" - ხორავას ქუჩის მკვლელობის ერთ-ერთი მოწმის ადვოკატი, მენაბდეზე ზეწოლას გამორიცხავს

მოწმეზე ზეწოლა არ განხორციელებულა და მას ჩვენება არ შეუცვლია - ასეთია ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, გიორგი მენაბდის ადვოკატის განმარტება სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით. მორიგ ჩანაწერებში, რომელიც "კურიერმა" გუშინ გაასაჯაროვა, მირზა სუბელიანი მოზარდების მკვლელობის საქმეზე საუბრობს. ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მოწმეს თანხა გადაუხადეს.

ადვოკატი ამბობს, რომ ბოლო დროს მენაბდეს არ შეხვედრია, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ მისი ჩვენებები იდენტურია თანხის გადახდის აუცილებლობას გამორიცხავს. 

„არასდროს მენაბდეს არ შეუცვლია ჩვენება პირველივე დღიდან ანალოგიური ჩვენებას აძლევს. ერთი და იგივეა  პირველი ჩვენებაც და ბოლო ჩვენებაც და ეს საიდან მოვიდა ეს ამბავი ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ჯერ ერთი, როდესაც პარლამენტის კომისიაზე იყო მისი გამოკითხვა იმის მერე მე შეხება აღარ მქონია, აღარ შევხვედრილვარ. ეგ როდის მოხდა, რა მოხდა, საერთოდ მოხდა ეგეთი რაღაც? იმიტომ რომ არ შეუცვლია კაცს ჩვენება და რანაირად შეიძლებოდა ვინმეს რამე სურვილი გასჩენოდა,“-განაცხადა გიორგი მენაბდის ადვოკატმა დავით დადიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები