17 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება 

იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება. დღეს საბჭოს წევრები კიდევ 14 კანდიდატს გაესაუბრებიან.

მოსამართლეთა მსურველები ყოფილი ან მოქმედი მოსამართლეები არიან, რომელთაც დაწინაურება ან სასამართლოს შეცვლა სურთ.

კანდიდატებს შორის არიან გახმაურებული საქმეების მოსამართლეები და ასევე იუსტიციის საბჭოს წევრები.

საბჭოს წევრს, ირაკლი ბონდარენკოს, თბილისიდან ქუთაისში გადასვლა სურს. ბათუმში გადასვლის სურვილი აქვს ხვიჩა კიკილაშვილს, რომელიც ამჟამად საბჭოს მდივნის, მიქაუტაძის საქმეს განიხილავს.

საბჭოს მდივნის თქმით, კონკურსი მშვიდ და საქმიან ვითარებაში მიმდინარეობს.

„ალბათ არ მივიღებ მონაწილეობას ამ პროცესში იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი რომ კიდევ აი ის კითხვები უნდა იყოს რომელთაც არანაირი საფუძველი არ აქვს და ვფიქრობ, რომ  არ დააზარალებს პროცესს ის რომ მე მონაწილეობა არ მივიღო,“-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

დღის ამბები