17 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
მუშაობის საშუალებას მხოლოდ "როსნეფტს" და "ლუკოილს" აძლევენ - მესამე სექტორი და საექსპედიტორო კომპანიები საქართველოს რკინიგზას კორუფციაში ადანაშაულებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები და საექსპედიტორო კომპანიები საქართველოს რკინიგზას კორუფციასა და მონოპოლიების მფარველობაში ადანაშაულებენ.

კერძო კომპანიები აცხადებენ, რომ მათ ნავთობ პროდუქტების გადაზიდვისთვის რკინიგზასთან შესაბამისი ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული, შემოტანილი აქვთ ნედლეულიც, თუმცა მის შემდგომ ტრანსპორტირებაში რკინიგზა ხელს უშლის.

მათი თქმით, მონოპოლიას პეტროკასი, „რონსეფტის“ შვილობილი კომპანია და ასევე „ლუკოილი“ მფარველობენ.

სამოქალაქო სექტორისა და კერძო კომპანიების წარმომადგენელები აცხადებენ, რომ ჩამოთვლილი ორი კომპანიის გარდა რკინიგზა მუშაობის საშუალებას არავის აძლევს.

„დღეს საქართველოს რკინიგზა ღრმა კორუფციაშია და ჩვენ არაერთხელ გავასაჯაროებთ კონკრეტული ფაქტები, თუ როგორ ახდენდა საქართველოს რკინიგზა ხელოვნური ბარიერების შექმნით კონკურენციის შეზღუდვას მონოპოლიის ხელშეწყობას. არაერთხელ დავადასტურეთ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდებოდა კორუფციულ გარიგებებს“-ამბობს ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ”ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები