29 სექტემბერი 2024,   13:29
ვრცლად
თავდასხმა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსზე - შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

ახალქალაქში მომხდარ თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. დღეს, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

როგოც შსს-მ რუსთავის 2“-ს განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე და მესამე  ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ან იარაღიდან სხვა საგნის გამოყენებით.

„ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კერძოდ, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაიწყო უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს. ამ ეტაპზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, როგორც კი რაიმე შედეგი იქნება და მოტივი დადასტურდება, დაუყოვნებლივ, საზოგადოებას ამის შესახებ მიეწოდება ინფორმაცია, ისევე როგორც არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა ინციდენტებთან დაკავშირებით მოვახდინეთ საზოგადოების ინფორმირება,“ - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა. 

შეგახსენებთ, საარჩევნო შტაბის უფროსი აშოტ რაისიანი თავდამსხმელებმა ხელკეტებით სცემეს. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს. 

თვითმხილველები "რუსთავი2"-თან საუბრისას ჰყვებიან, რომ შტაბში ხელკეტებით შეიარაღებული რამდენიმე პირი შევარდა და იქ მყოფებს ფიზიკურად გაუსწორდა. 

მათივე განცხადებით, თავდამსხმელები "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან. გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრები ამბობენ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზეზი არჩევნების შედეგები გახდა. 

დღის ამბები