17 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
"ხელისუფლება აპირებს არჩვენების მეორე ტური ჩაატაროს ძალადობის ფონზე" - უგულავა ახალქალაქში ვაშაძის შტაბის წევრებზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება

ახალქალაქში მომხდარი ფაქტი არის რეაქცია იმ განცხადებაზე, რომელიც გედევან ფოფხაძემ გააკეთა - ეს განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა. 

მმართველი გუნდის დეპუტატმა დღეს თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება, სამოქალაქო ომისკენ გადადგმული ნაბიჯია. 

გიგი უგულავამ ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბზე და შტაბის წევრებზე განხორციელებულ თავდასხმას საგანგაშო ფაქტი უწოდა. მისი თქმით, მომხდარი ადასტურებს, რომ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ძალადობის მეშვეობით ჩატარებას გეგმავს. 

„როგორც ჩანს ეს არის ხელისუფლების ნაწილის რეაქცია, ვინაიდან დღეს ჩვენ უკვე ვიხილეთ კატასტროფული ფაქტი ახალქალაქში. კერძოდ, ქართული ოცნების ენზელ მკოიანი მანქანიდან ხელმძღვანელობდა მის ძმას  და ახალა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს "ქართული ოცნებიდან" რომლებმაც ხელკეტებით დაარბიეს ადგილობრივი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი. ეს ორი განცხადება და შემდეგ უკვე რეაქცია ცხადყოფს, რომ როგორც ჩანს ხელისუფლება აპირებს არჩვენების მეორე ტური ჩაატაროს ძალადობის და დაშინების ფონზე. ეს სწორედ გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს და თუ ხელისუფლებას რა სჯერა საკუთარი კანდიდატის გამარჯვების და არეულობით და ომით იმუქრება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამის ინსპირატორი არის სწორედ ხელისუფლება,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

მან მოუწოდა მმართველ გუნდს დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია გედევან ფოფხაძის განცხადებასთან დაკავშირებით და საზოგადოებას უთხრან ემიჯნებიან თუ იზიარებენ მას. 

დღის ამბები