17 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
9 წლის გოგონას მკვლელობა გორში - ნანა ბერიაშვილი დღეს დაკრძალეს

გორში, 25 ოქტომბერს განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 9 წლის ნანა ბერიაშვილი დღეს დაკრძალეს. ცხედარი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარიდან გაასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდზე შს მინისტრის მოადგილეც იმყოფებოდა და მან გარდაცვლილის მშობლებს მიუსამძიმრა. 

გორში, 9 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ პირს, იაგო ნებიერიძეს, ბრალი გარყვნილი ქმედების მუხლით დაუმძიმდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, მკვლელობის საქმეში ბევრი მტკიცებულება არსებობს და დეტალებს უწყება საზოგადოებას ოდნავ მოგვიანებით გააცნობს.

9 წლის ნანა ბერიაშვილის ცხედარი სამართალდამცველებმა გორში, ლიახვის ნაპირზე 25 ოქტომბერს იპოვეს. 

 

დღის ამბები