17 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
მაჩალიკაშვილები სუს-ის წინააღმდეგ - საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მალხაზ მაჩალიკაშვილი ცუდად გახდა

საქალაქო სასამართლოში პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ სუს-ის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი განიხილეს.

მაჩალიკაშვილები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებენ, რადგან მათი მტკიცებით, სუს-მა თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტად მტკიცებულებების გარეშე გამოაცხადა.

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. მალხაზ მაჩალიკაშვილს სამედიცინო დახმარება მას შემდეგ დასჭირდა, რაც მან დეტალურად გაიხსენა სპეცოპერაციის დღიდან დაწყებული ბოლო პერიოდამდე განვითარებული მოვლენები.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას რამდენიმე დღის წინ სუს-ის თანამშრომელი დაუკავშირდა, რომელმაც პარლამენტის წინ აქციების გამართვის ნაცვლად სისხლის აღებისკენ მოუწოდა.

მაჩალიკაშვილის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უსაფრთხოების სამსახური მისი მდგომარეობიდან გამოყვანას და სხვადასხვა პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობს.

საქალაქო სასამართლოში საქმის მთავარი განხილვა 2019 წლის 15 იანვარს დაიწყება. 

დღის ამბები