17 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
მსხვერპლთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა - შტორმი იტალიაში

სტიქიას იტალიაში მსხვერპლი მოჰყვა. ქვეყნის რამდენიმე რეგიონს ძლიერმა შტორმმა გადაუარა.

გადაუღებელმა წვიმამ დასახლებები, შენობები და გზები დატობა. ძლიერმა ქარმა კი ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები წააქცია.

სამაშველო სამსახურის ინფრომაციით, სამხრეთ რეგიონში სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

შტორმის გამო, ჩრდილოეთ რეგიონებში და რომში სასწავლო პროცესი შეწყდა.

წყალდიდობა მოჰყვა ქარიშხალს ვენეციაშიც. ქალაქში წყლის დონემ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, შედეგად დაიტბორა წმინდა მარკოს მოედანი და მიმდებარე ქუჩები.

უამინდობა იტალიაში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

სამაშველო სამსახური მოსახლეობას მგზავრობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

 

დღის ამბები