17 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
„არჩევნების დღეს ჩვენ ვნახეთ ტოტალური გაყალბების მცდელობა" - ლევან ბეჟაშვილი

„არჩევნების დღეს ჩვენ ვნახეთ ტოტალური გაყალბების მცდელობა,“ - ამის შესახებ განცხადება ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ამბობს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს ოქმები, რომელიც განსხვავდება იმ ოქმებისა, რომელიც ცესკომ გამოაქვეყნა.  

„დაგეგმილი სპეცოპერაცია არჩევნების დღეს, ტოტალურად მიდიოდა ღიად ფულის დარიგება. კარუსელების ტრიალი. ჩვენი ვიდეოები გვაქვს, სადაც ეს ყველაფერი დაფიქსირებული არის,“ -განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ გაყალბების მიუხედავად, პირველ ადგილზე ფაქტობრივი მონაცემებით არის გრიგოლ ვაშაძე.  

ლევან ბეჟაშვილი ახალქალაქის ინციდენტსაც გამოეხმაურა.

მისი თქმით, ის ადამიანები, ვისაც ქართული ოცნების წევრები გაუსწორდნენ ფიზიკურად, დღეს აპირებდა საჩივრის შეტანას ახალქალაქში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. ენმ-ის წევრი ამბობს, რომ სწორედ ამ თავდასხმის გამო, მან გასაჩივრება ვერ შეძლო.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ის პარტიული კვლევები, რომელსაც ქართული ოცნება აქვეყნებდა, ემსახურებოდა საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენას, თუმცა, ეს საბოლოოდ ვერ მოახერხა.

„მათ ვერ გათვალეს ის, რომ არჩევნებზე მოვიდოდა მილიონ ექვსასი ათასი ადამიანი და ეს ადამიანი თავის ნებას დააფიქსირებდა. ქართულმა ოცნებამ თავისი ძალადობით და მოსყიდვებით მოიყვანა თავისი ამომრჩეველი, მაგრამ მოვიდა იმაზე მეტი ამომრჩეველი და ქართველმა ხალხმა გააკეთა ის არჩევანი, რაც გააკეთა და მხარი დაუჭირა ოპოზიციას,“ -განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. 

დღის ამბები