ბათუმში, გორგასალის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში კედლის დემონტაჟმა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია. აგურის კედელი კორპუსების ეზოებს ჰყოფდა, დემონტაჟი კი ერთ-ერთი კორპუსის შპს "ბალავარის" მეპატრონეებმა მოახდინეს.
ფაქტი მეორე მახარეს მცხოვრებლებმა გააპროტესტეს, ისინი ამბობენ, რომ დემონტაჟი უნებართვოა, მათ ეზო და პარკინგი ეკარგებათ. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. ამ დროისათვის 1 პირია დაკავებული. რამდენიმე ადამიანი გამოკითხვაზე წაიყვანეს.