მომღერალი შაკირა კოლუმბიის ხელისუფლებას განათლების სფეროში მეტი ინვესტიციის ჩადებისკენ მოუწოდებს. განცხადება ამის შესახებ 41 წლის პოპვარსკვლავმა მშობლიურ ქვეყანაში ვიზიტის დროს გააკეთა.
შაკირას საქველმოქმედო ფონდის დახმარებით, ქალაქ კარტახენასა და ბარან-კილიაში ორი ახალი სკოლა აშენდება. ამისთვის ფონდმა 9 მილიონი დოლარი გამოყო. მომღერალი მშენებლობის დაწყების ცერემონიას ორივე ქალაქში დაესწრო. შაკირამ მშობლიურ ბარან-კილიაში ცემენტის ფილაზე საკუთარი ავტოგრაფიც დატოვა.