17 ნოემბერი 2024,   07:57
ვრცლად
„დაბინძურებულია ძალიან ქალაქი და მოვედი სუფთა ჰაერზე" - ნანა პატარკაციშვილი ვერის აქციაზე იმყოფებოდა

„არა მიშას," არა "ნაციონალურ მოძრაობას" - ვერის პარკში აქცია დასრულებულია. აქციის მონაწილეების განცხადებით ისინი გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ენმ ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს. 

აქციაზე იმყოფებოდა ბადრი პატარკაციშვილის და, მზია პატარკაციშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ მიუხედავად ჟურნალისტის მიმართ პატივისცემისა, ის არ აპირებს "რუსთავი 2"-ს მისცეს ინტერვიუ. მისივე თქმით აქციაზე იმყოფება იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. 

„არ მინდა მე იმ ტელევიზიას მივცე  ინტერვიუ, სადაც აი არასასურველია ყველაფერი ჩემთვის. ძალიან დიდი ბოდიში, თქვენი პატივისცემა მაქვს. აქ იმიტომ მოვედი, რომ არ მინდა ის რეჟიმი დაბრუნდეს, რომელიც იყო. არ მინდა დაბრუნდეს "ნაციონალური მოძრაობა,“-განაცხადა მზია პატარკაციშვილმა.

ნანა პატარკაციშვილი კი აცხადებს, რომ აქციაზე სუფთა ჰაერის გამო მივიდა.

„დაბინძურებულია ძალიან ქალაქი და მოვედი სუფთა ჰაერზე. აქ რეკრეაციული ზონაა,“-განაცხადა ნანა პატარკაციშვილმა და აღნიშნა, რომ ის არ აპირებს განმარტოს ის განცხადება, რომელიც ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა და რომლის მიხედვითაც არხი გადადის საგანგებო რეჟიმზე იმისთვის, რომ ოპოზიციამ არ გაიმარჯვოს მეორე ტურში.  

ამავე თემაზე
დღის ამბები