17 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
ცხოვრება საფრთხის ქვეშ - სოფელ ქობულეთში მოწყობილების სახლთან მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე ყოველდღიურად იზრდება  

სოფელ ქობულეთში მოწყობილების ოჯახს წელიწადზე მეტია მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება. 2017 წლის სექტემბერში ძლიერი ნალექის შედეგად მათ სახლთან ახლოს მიწის მასა ჩამოწვა და ეზოს დიდი ნაწილი დააზიანა. მომხდარის შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზის ნაწილი 4 ტონიანი ჯებირებით გაამაგრა, თუმცა ოჯახის მტკიცებით, სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა და გამაგრებამ მეწყერის შეჩერების მაგივრად ახალი საფრთხე გააჩინა.

ოჯახი იხსენებს, რომ რამდენიმე თვის წინ, ძლიერი წვიმის დროს, მოულოდნელად მათ ეზოში 2 ლოდი ჩამოვარდა და ეზოში გაჩერდა. მაშინ არავინ დაშავებულა, თუმცა მას შემდეგ ოჯახს შიშის ქვეშ უწევს ცხოვრება. 

ადგილობრივი ოპოზიცია ხელისუფლებას თანხების მითვისებაში და გაფლანგვაში ადანაშაულებს. ”ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ადგილზე აღდგენითი სამუშაოებისთვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან სოლიდური თანხები იყო გამოყოფილი. 

ბრალდებებს უარყოფენ აჭარის საავტომობილო დეპარტამენტში. ისინი გზის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე ხარვეზის არსებობას არ ადასტურებენ, თუმცა ამავდროულად ამბობენ, რომ ახლო მომავალში ადგილზე დამატებითი გამაგრებითი სამუშაოები იგეგმება, თუმცა როდის, ამაზე პასუხი არ აქვთ.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე, თათია წოწონავა. 

დღის ამბები