17 ნოემბერი 2024,   07:25
ვრცლად
მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი ჩინეთში ოფიციალურად დაიწყო

ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. პირველი შეხვედრა მამუკა ბახტაძემ შანხაიში Bank of China Group-ის თავმჯდომარესთან გამართა. მხარეებმა ფინანსურ სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრეს. ითქვა, რომ საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ერთდროულად გაფორმებული აქვს ჩინეთსა და ევროკავშირთან. პრემიერ-მინისტრი საქართველოში ინვესტირების კუთხით ჩინური კომპანიების მზარდ ინტერესს მიესალმა. შეხვედრის შემდეგ სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” და Bank of China-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

დღის ამბები