სიმბოლური ქალაქები, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა წააგო - "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით ასეთ ქალაქებს შორის არის ფოთიც, რომელსაც სალომე ზურაბიშვილისთვის დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა, რადგან ამ ქალაქის დაარსება მისი წინაპრის სახელს უკავშირდება.
ფოთის გარდა, სალომე ზურაბიშვილმა წააგო ბათუმიც. ასევე ზუგდიდი. დამარცხდა იმერეთში. მათ შორის ქუთაისში და სამტრედიაში, სადაც კალაძის ფაქტორი დიდი უნდა ყოფილიყო. ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის დამარცხება გორში ლოგიკურად მიაჩნიათ. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა საკმარისი ხმები ვერც ახალციხეში მოიპოვა.
სალომე ზურაბიშვილმა წააგო ისეთი ქალაქებიც, სადაც უმეტესად ხელისუფლებები იგებდნენ ხოლმე არჩევნებს. მათ შორის ახმეტის რაიონის სოფლები. თელავი და გურჯაანი.
დამარცხდა რუსთავსა და თბილისში.
„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ მისი ასეთი მარცხი სადამსჯელო ღონისძიებაა ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ამომრჩეველმა განახორციელა.
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი ლევან ბერძენიშვილი კი ვარაუდობს, რომ მეორე ტურში მონაცემები თბილისის ცენტრში შეიძლება შეიცვალოს, რადგან ამომრჩევლის დიდი ნაწილი ხშირად აქცევს ყურადღებას იმას, თუ ვინ იგებს და შემდეგ არჩევანს ამის მიხედვით აკეთებს.
ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა ამომრჩევლების დიდ ნაწილს არ მოსწონდეს "ნაციონალური მოძრაობა," თუმცა გაირკვა რომ უფრო მეტად არ მოსწონთ "ქართული ოცნება."