17 ნოემბერი 2024,   07:55
ვრცლად
მიუღებელია, როდესაც პარლამენტის თავჯდომარე საპატრიარქოსთან შეხვედრისას განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებების საკითხს - არასამთავრობოები

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგისთვის დამაზიანებლად მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი.

"სახელმწიფოს თანამდებობის პირები უნდა მოქმედებდნენ კონსტიტუციური წესრიგის, ადამიანის უფლებების უზენაესობისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების პატივისცემის პრინციპების შესაბამისად. ამდენად, მიუღებელია, როდესაც პარლამენტის თავჯდომარე საპატრიარქოსთან შეხვედრისას განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებების საკითხს და მათთან შეთანხმებით აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებები ჩარჩოებში უნდა მოექცეს," - ნათქვამია განცხადებაში.

საქმე ეხება 2 ნოემბერს, საქართველოს პატრიარქთან გამართულ შეხვედრას, რომლის დასრულების შემდეგაც მმართველმა გუნდმა კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება გაასაჯაროვა. ირაკლი კობახიძის თქმით, მიღებულია პრინციპული გადაწყვეტილება, რომ განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს ნარკოტიკული პოლიტიკის სფეროში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას.

დღის ამბები