17 ნოემბერი 2024,   07:55
ვრცლად
"პედოფილია არ იკურნება, ვადებ ვეტოს ამნისტიის კანონს" - მიხეილ სააკაშვილის ვეტო 2012 წელს "ოცნების" პარლამენტმა დაძლია

8 წლის ნანა ბერიაშვილი მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებირიძე, რომელსაც მძიმე დანაშაულში ედებოდა ბრალი, 2012 წელს ახალი ხელისუფლების პირობებში ამნისტია შეეხო. წესით ის 2027 წლამდე უნდა დარჩენილიყო საპყრობილეში, თუმცა მას ჯერ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამნისტია შეეხო და სასჯელი შეუმცირდა, ბოლოს კი დარჩენილი ვადა პრეზიდენტმა გაუნახევრა.

მაშინ როდესაც "ქართულმა ოცნებამ" ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო, მაშინ პრეზიდენტი კიდევ მიხეილ სააკაშვილი იყო.

2012 წლის 27 დეკემბერს, მან ამ კანონს ვეტო დაადო და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, რომ ვეტოს ადებდა პედოფილიისთვის გასამართლებულთა ამნისტირებასაც. ეს განცხადება მან პრეზიდენტის სასახლეში, სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.

„დავადებ ვეტოს იმას, რომ ყველა სხვა დანაშაულში გაჰყავთ პედოფილია და პედოფილია არ იკურნება და პედოფილიას ნაწილში, ასევე ყველა სხვა დანაშაულში ჯანდაბას, თუმცა ყველ მიუღებელია, პედოფილიას ვადებ ასევე ვადებ ვეტოს. გადალახონ პედოფილიის ნაწილში ხვალაც და აიღოს  პასუხისმგებლობა პარლამენტმა, რომ პედოფილებს უშვებს გარეთ და უშვებს სახელმწიფო გადამტრიალებლებს და უშვებს რუსეთის ჯაშუშებს. მაგრამ მე ნამდვილად საღ აზრზე ამას არ მოვაწერ ხელს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.

მალევე მან კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, სადაც თქვა, რომ საქართველოს პარლამენტმა მისი ვეტო დაძლია.

„საქართველოს პარლამენტმა გადალახა დღეს პრეზიდენტის ვეტო და ძალაში შეიყვანა სრული მასშტაბით ამნისტიის კანონი. მე დავადე ვეტო ამ კანონს გუშინ, იმიტომ, რომ მინდოდა ქვეყნისთვის თავიდან ამეცილებინა. ამ კანონის ყველაზე უარყოფითი ასპექტები. ყველაზე უარყოფითი ასპექტები,  რომელიც ეხებოდა  გარდა დანარჩენი კატეგორიების შეწყალებისა პედოფილების, მოზარდთა მიმართ ძალადობის, გარყვნილების ჩამდენების და რუსეთის ჯაშუშების და სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე სამხედრო ელემენტების, მეამბოხეების  გარეთ გაშვებას,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

​ 

ამავე თემაზე
დღის ამბები