17 ნოემბერი 2024,   05:56
ვრცლად
ზაზა ოქუაშვილის სკანდალური ინტერვიუ - მმართველ გუნდისთვის "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ბრალდებები გაუგებარია

ზაზა ოქუაშვილის სკანდალური განცხადებები, რომელიც მან "კვირის აქცენტებთან" გააკეთა მმართველი გუნდისთვის გაუგებარი აღმოჩნდა. როგორც „ქართული ოცნების“ წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს მან ვერ გაიგო რაზე ისაუბრა ზაზა ოქუაშვილმა.

„ზუსტად ვიცი, რომ მას აქვს საკრედიტო ხაზი და თუ ის საკრედიტო ხაზის ფარგლებში  გამოიტანს თანხას და ეს ტერმინი იცის მთელმა საქართველომ იმიტომ, რომ მთელი საქართველო კრედიტებშია ჩაფლული, ეს არის მარტივი პრაქტიკა. თუ მე მაქვს 100 ლარი საკრედიტო ხაზი როცა მინდა გამოვიტან 99 ლარს, 100 ლარს ან 20 ლარს. მერე შეიძლება ვიღაცას დავაბრალო რომ აი იმან გადმომირიცხა თანხა. ვთქვათ გადაურიცხეს თანხა, ამ ადამიანმა ხომ თქვა რომ მე ამაში არ გავებმები, მოდით თქვა რა არის სიმართლე. რატომ აწვალებს ამ ხალხს,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით ამობეჭდილი დოკუმენტი არ არის მტკიცებულება, რომ ზაზა ოქუაშვილს „იმედისთვის“ იმიტირებული ინტერვიუს მიცემა დაავალეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები