19 მაისი 2024,   14:42
ვრცლად
პრეზიდენტის სიძის დაკავება - სამართალდამცველებმა ჯავშანჟილეტი და ორი ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს - ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

სპეცოპერაცია გვიან ღამით ამაშუკელის ქუჩაზე ჩატარდა, სადაც პრეზიდენტის სიძეს მინდია გოგოჭურს ბინა ჰქონდა ნაქირავები.

მინდია გოგოჭურს ბინა მეგობართან ერთად ჰქონდა ნაქირავები, რომელიც სავარაუდოდ გვარად რაზმაძეა.

სამართალდამცველებმა მასთან ერთად მინდია გოგოჭურიც დააკავეს. სპეცოპერაციის ადგილზე ექპსერტ-კრინიალისტები დილამდე მუშაობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე ორი პირია დაკავებული. მათგან ერთ-ერთი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა. დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

დღის ამბები