26 აპრილი 2024,   18:07
ვრცლად
მოსალოდნელი დესტაბილიზაცია და ვადამდელი არჩევნები-ტერეზა მეი ბრიტანელ პარლამენტარებს აფრთხილებს

ტერეზა მეი ბრიტანელ პარლამენტარებს აფრთხილებს. თუ საკანონმდებლო ორგანო ევროკავშირთან შეთანხმებულ ბრექსიტის გეგმას მხარს არ დაუჭერს, ქვეყანას დესტაბილიზაცია და ვადამდელი არჩევნები დაემუქრება. მთავარი საფრთხე კი ბრექსიტის საერთოდ გაუქმებაა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა მოსალოდნელ საფრთხეებზე "დეილი მეილთან "ინტერვიუში ილაპარაკა. ტერეზა მეის თქმით, გარიგების ჩაშლის შემთხვევაში ქვეყანაში არაპროგნოზირებადი პროცესები დაიწყება, არსებობს რისკი რომ დიდ ბრიტანეთი ევროკავშირის გარიგების გარეშე დატოვებს ამ ბრექსიტი საერთოდ ჩაიშლება - რაც რეალურად სახოფათოა - აცხადებს ტერეზა მეი. პრემიერის ადმინისტრაციამ კატეგორიულად უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტერეზა მეი პარლამენტში დანიშნული კენჭისყრის გაუქმებას აპირებს. დაუნინგ სთრითზე აცხადებენ, რომ კენჭისყრა 11 დეკემბერს გაიმართება.

დღის ამბები