19 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
ინტელექტუალური სპარინგიც უინტერესო გახდა - შს მინისტრი გიგა ბოკერიას მიმართავს

„სამწუხაროდ, ინტელექტუალური სპარინგიც უინტერესო გახდა,“ - ასე მიმართა შს მინისტრმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას სასესიო სხდომის დროს.

გიორგი გახარიამ გიგა ბოკერიას კითხვაზე პასუხად აღნიშნა, რომ არ აპირებს მის მიერ დასახელებულ შემთხვევაზე მსჯელობას. გიგა ბოკერიამ მინისტრს ერთი წლის წინ არჩევნების დროს მომხდარი ფაქტი დაუსახელა, როდესაც „ევროპული საქართველოს“ წევრს ემუქრებოდნენ. ბოკერიას თქმით, ამ ადამიანმა ქვეყანა დატოვა, რადგან გამოძიება სათანადოდ არ წარიმართა.

„ყოჩაღ ბატონო გიგა, ასე გააგრძელეთ და ქართული ოპოზიცია გაბრწყინდება და საქართველოს პარლამენტიც,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები