19 ნოემბერი 2024,   15:19
ვრცლად
პირველ და მეორე ტურს შორის, სამწუხაროდ, რადიკალიზაციის ხარისხი გაიზარდა, - გახარია

„პირველ და მეორე ტურს შორის, სამწუხაროდ, რადიკალიზაციის ხარისხი გაიზარდა. აქედან გამომდინარეობდა ყველაფერი,“ - ასე აფასებს შს მინისტრი, გიორგი გახარია სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ არჩევნების მძიმედ შეფასებას.

შს მინისტრმა სასესიო სხდომაზე დეპუტატების კითხვებს უპასუხა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ პარლამენტთან თანამშრომლობით დარღვევების აღმოფხვრისთვის ითანამშრომლოს.

„შეიძლება ჩავთვალოთ ასე, რომ არჩევნები მძიმედ შეფასდა. ყველაზე სამწუხარო ამ ყველაფერში არის ის, რომ პირველ და მეორე ტურს შორის, სამწუხაროდ, რადიკალიზაციის ხარისხი გაიზარდა. აქედან გამომდინარეობდა ყველაფერი. აქ პასუხისმგებლობა, მე ვფიქრობ, რომ ყველამ ერთად უნდა ავიღოთ. აქ შეუძლებელია, უბრალოდ, ცალმხრივი მუშაობა ან ცალმხრივი თამაში, ამიტომ, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ სურვილი გვექნება, პარლამენტის ფარგლებშიც შეიძლება აბსოლუტურად უმტკივნეულოდ გამოვლენა ყველა იმ სუსტი წერტილების, რომლებიც გამოვლინდა პირველ და მეორე ტურს შორის და მათი ნელ-ნელა როგორც საკანონმდებლო, ასე პრაქტიკის დონეზე აღმოფხვრა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები