19 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
ფარცხალაძე თორდიას საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაუპირისპირდა, კირკიტაძემ კი წინასწარი განზრახვით განახორციელა პოლიტიკური აქტი - გახარია 

„ფარცხალაძის შემთხვევა იყო საყოფაცხოვრებო შემთხვევა, კირკიტაძის კი დაგეგმილი, გააზრებული პოლიტიკური აქტი პოლიციელზე თავდასხმის შემადგენლობით“ - ასე პასუხობს გახარია ყოფილი პროკურორისა და დავით კირკიტაძის საქმეების შესახებ დასმულ კითხვას.

გახარია ამბობს, რომ თავდასხმას, რომელიც ყოფილ სახელმწიფო აუდიტორზე განახორციელა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა. ხოლო დავით კირკიტაძე, მინისტრის თქმით, წინასწარი განზრახვით თავს დაესხა სამართალდამცველს.

„რეალურად, ფარცხალაძის შემთხვევაში თუ თქვენ მესაუბრებით კონკრეტულ ეპიზოდზე, ჩხუბის ეპიზოდზე, ამ კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით, როგორც ვიცი პროკურატურა იძიებს, კომისიაა ჩართული და იქ ბევრი ამბავი ხდება, თუმცა ეს არის საყოფაცხოვრებო ჩხუბი ორი ადამიანის, რესტორანში, თუ არ ვცდები ნასვამ მდგომაროებაში მყოფის, თუ არ ვცდები, იმიტომ რომ გამოძიება მიდის.

"ეს იყო საყოფაცხოვრებო შემთხვევა კონკრეტულ პირობებში, კირკიტაძის შემთხვევა? ეს იყო დაგეგმილი გააზრებული პოლიტიკური აქტი პოლიციელზე თავდასხმის შემადგენლობით-ეს არის სხვაობა,“-ამბობს გახარია.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო მოხელეზე თავდასხმის გამო ოთარ ფარცხალაძეს გირაო, ხოლო პოლიციელთან მომხდარი დაპირისპირების გამო კირკიტაძეს პატიმრობა შეუფარდეს. ოპოზიცია ორმაგ სტანდარტზე საუბრობს, რაშიც მათ შს მინისტრი არ ეთანხმება. 

დღის ამბები