19 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
26 პირზე სისხლის სამართლის დევნა არის დაწყებული, ამ ხალხის დიდი ნაწილი მმართველი პარტიის წარმომადგენელია - გახარია საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

რატომ არ იძიებენ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების ფაქტებს - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელიც დეპუტატებმა პარლამენტში მისულ გიორგი გახარიას დაუსვეს.  საპარლამენტო ოპოზიციის აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შერჩევითი მიდგომა აქვს დანაშაულის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯასთან დაკავშირებით. 

ოპოზიციამ მოითხოვა, რომ სამართალდამცველებმა "ქართული ოცნების" დეპუტატი, ენზელ მკოიანი დააკავონ. 

„დღეს აქ ეს ადამიანები ღვრიან ნიანგის ცრემლებს, როდესაც ესენი აფარებდნენ დანაშაულს ხელს და ხელს გვიშლიდნენ თუნდაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაში, როგორიც იყო ჩატაევის სპეცოპერაციასთან დაკავშირებული საქმე, რომელიც ეხება მაჩალიკაშვილის მკვლელობას. ეს ადამიანები იყვნენ წინააღმდეგნი, რომ ნათელი მოჰფენოდა ამ დანაშულებს. ახლა დგანან და შეკითხვებს გისმევენ ნაღვლიანი სახეებით, მაგრა, ერთი შეკითხვის დასმაც კი ვერ გაბედეს. როგორ ხსნით იმას, რომ ამ არჩევნებში პოლიცია, პატრული გვერდით სულ 5-დე მეტრის დაშორებით ჩემს საარჩევნო უბანში იდგა ქუჩის წვრილფეხა კრიმინალებთან ერთად,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ შინაგან საქმეთა მინისტრს კონკრეტული ფაქტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციის აქტივისტმა მასზე ზეწოლა ჩაიწერა.

შს მინისტრის თქმით, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე გამოძიება დაწყებულია. 

„ძალადობრივი დანაშაულები და ქმედებები, რომლებიც იყო საარჩევნო პერიოდში, ყველა შემთხევაზე შსს-ს მიერ იყო გამოძიება დაწყებული, მათ შორის ახალქალაქზე. სისხლის სამართლის დევნა არის დაწყებული 26 პირზე და სამწუხაროდ, დიდი ნაწილი ამ ხალხის არის მმართველი პარტიის წარმომადგენელი. ტელევიზიის ეთერში გასული კადრები, როდესაც საარჩევნო პროცესის უხეში დარღვევა იყო და იქ უბრალოდ იყო ჩაყრის ფაქტები. მეც და თქვენც კარგად ვიცით, რომ ცესკო-მ უკვე მიმართა პროკურატურას ამ თემასთან დაკავშირებით, ისევე როგორც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა პროკურატურას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე თუ არ არის აღძრული, უახლოეს დღეებში საქმე აღიძრება და გამოძიება დაიწყება,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები