დანაშაულის ზრდა და კრიმინალური სტატისტიკა - საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ არსებული სტატისტიკა სახარბიელო არ არის, ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ სტატისტიკა საგანგაშოა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა რას გეგმავს შს მინისტრი, როგორ უნდა მოხდეს დანაშაულის პრევენცია.
„კონკრეტულ დანაშაულებებთან მიმართებაში როგორ მოხდება პრევენცია, რადგან მხოლოდ დანაშაულთან ბრძოლით დავრჩებით იმ სტატისტიკაში, სადაც ვართ, ეს სტატისტიკა არ არის სახარბიელო,-ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე კი ამბობს, რომ დანაშაულის სტატისტიკა საგანგაშოა. კრიმინალი 100 და მეტი პროცენტითაა გაზრდილი სხვადასხვა დანაშაულებებთან მიმართებაში.
„დანაშაულის ზრდა გვაქვს 60%, ამავე დროს აღსანიშნავია განსაკუთრებით საგანგაშო 122% ზრდა დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ და 79%-იანი ზრდა დანაშაულში საკუთრების წინააღმდეგ, მათ შორის ქურდობა - 99% ზრდა. ასეთი საგანგაშო კრიმინოგენური ვითარება როცა გვაქვს, რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ თქვენ ქართულ ოცნებას, როგორც პოლიტიკურ გუნდს არჩევნების ადმინისტრირებაში გვერდით გყავთ კრიმინალური ავტორიტეტები და მოძველბიჭო ქუჩის ელემენტები,“- მიმართა მინისტრს კახიძემ.
რაზეც შს მინისტრმა განცხადა, რომ მძიმე დანაშაული მცირდება, თუმცა არის დანაშაული მატება გარკვეული მიმართულებით.
„რაც შეეხება დანაშაულის ზრდას. დანაშაულის ზრდის ნაწილში ეს ტენდენცია არის საკუთრების მიმართებაში სწორედ ამ გამოწვევიდან გამომდინარე ჩვენ ვასტრუქტურირებთ იმ რეფორმებს, რომელსაც ვაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური განცხადებები იყო გაკეთებული სტატისტიკა, კრიმინალი, ასე შემდეგ და ა.შ. რეალობა არის ის რომ მძიმე დანაშაული მცირდება, თუმცა გარკვეული მიმართულებით ზრდა გვაქვს აქ არის სამუშაო და სტრუქტურულად არის ასაწყობი პირველ რიგში კრიმინალური პოლიცია,“-ამბობს შს მინისტრი.