23 აპრილი 2024,   21:42
ვრცლად
სპექტაკლის პრემიერა, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები მონაწილეობენ, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება

სპექტაკლი სახელწოდებით "კინო თეატრში" რეჟისორმა ბესო კუპრეიშვილმა დადგა, რომლის პრემიერაც მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება.

წარმოდგენის სიუჟეტი ორი ადამიანის სასიყვარულო ურთიერთობაზეა, რომლებსაც წინ უამრავი თავგადასავალი ელოდებათ.

სპექტაკლში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებთან ერთად მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მიიღებენ.

„ძალიან გამიხარდა ბატონმა ბესომ, რომ დარეკა და მე ძალიან გახარებული ვიყავი. უკვე მეორეჯერ ვარ აქ მარჯანიშვილის თეატრში და ძალიან გამიხარდა, ახლაც ძალიან გახარებული ვარ და ცოტა მეშინია ორშაბათს როგორ გამომივა“ - აღნიშნა სპექტაკლის მონაწილემ, თეკლა ბიჭაშვილმა.

დღის ამბები