18 აპრილი 2024,   23:53
ვრცლად
ჯგუფური თავდასხმა თხილის ქარხანაზე და სასტიკად ნაცემი თანამშრომლები - არცერთი დამნაშავე დაკავებული არ არის

ჯგუფური თავდასხმა თხილის ქარხანაზე და სასტიკად ნაცემი დირექტორი და დაცვის თანამშრომელი - სამი ნიღბიანი თხილის ქარხანაში სამუშაო საათების დასრულებული შემდეგ შეიჭრა. თავდამსხმელებმა იარაღის კონდახი დაცვის თანამშრომელს თავში ჩაარტყეს და სეიფის გახსნა აიძულეს. კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა წინასწარ იცოდნენ, სად ინახებოდა ფული. გატაცებულია 50 ათასი ლარი.

თავდამსხმელები, თხილის ქარხანაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, ვიდეოჩანაწერები პოლიციამ ყაჩაღობის ღამესვე ამოიღო, თუმცა ამ დრომდე სამიდან არც ერთი თავდამსხმელი დაკავებული არ არის.

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი თავდასხმის მსხვერპლი მთელი ღამის განმავლობაში ზუგდიდის ჰოსპიტალში იმყოფებოდა. დაცვის თანამშრომელთან ერთად დაშავებულია თხილის საწარმოს დირექტორიც.

თხილის ქარხნის დირექტორი დარწმუნებულია, რომ გამოძიება არასწორ კვალზე მიდის. თხილის ექსპორტიორი, მაია მიქავა მომხდარი ყაჩაღობის ფაქტის საკუთარი ვერსია აქვს. ის დარწმუნებულია, რომ სამ შეიარაღებულ თავდამსხმელს, სეიფში 50 ათასი ლარის არსებობის შესახებ ინფორმაცია ქარხნის თანამშრომელმა მიაწოდა და სეიფის ადგილსამყოფელიც მან მიანიშნა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ რეგიონში უსაფრთხოების განცდა ყოველდღიურად იკლებს, ზუგდიდში ამ დრომდე შეიარაღებული ჯგუფის წევრები დაკავებული არ არიან.

ავტორი: ემა გოგოხია.

დღის ამბები