17 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
ცხელება, თავის ტკივილი და სუნთქვის გაძნელება - H1N1 ტიპის ვირუსი საქართველოში სწრაფად ვრცელდება

ევროპის შემდეგ H1N1 ტიპის ვირუსი საქართველოშიც ელვის სისწრაფით ვრცელდება. ცხელება, თავის ტკივილი და სუნთქვის გაძნელება - მედიკოსები ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე მოქალაქეებს მოუწოდებენ, სასწრაფოდ მიმართონ ექიმს.

საქართველოში H1N1ტიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა რეალურად ამ შტამის ვირუსით საქართველოში ათჯერ მეტი მოქალაქეა ინფიცირებული.

რისკჯგუფში არიან მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ბავშვები. ამ ეტაპზე დაავადებულთა უმრავლესობა მცირეწლოვანია. ვირუსის გართულების შემთხვევები პაციენტს პნევმონია უვითარდება.

ვირუსის გამო გაზრდილია სასწრაფო დახმარების გამოძახების რაოდენობა. დღე-ღამეში მარტო თბილისში 2000-ზე მეტი გამოძახება ფიქსირდება.

ჯანდაცვის სამინისტრო პანიკის საფუძველს ამ ეტაპზე ვერ ხედავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საგანგებო რეჟიმში გადავიდეს და მანქანებით ოჯახის ექიმებიც უზრუნველყოს.

ვირუსის გავრცელების პიკს მედიკოსები დეკემბრის ბოლოს - იანვრის დასაწყისში ელოდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები