25 აპრილი 2024,   16:23
ვრცლად
მხატვარ ვახტანგ ქოქიაშვილის ნამუშევრების პირველი ექსპოზიცია სამშობლოში

ქართველი მხატვრის, ვახტანგ ქოქიაშვილის ნამუშევრების პირველი ექსპოზიცია სამშობლოში - ხვალიდან გამოფენა ტატიშვილის 7 ნომერში ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ვახტანგ ქოქიაშვილის შემოქმედების ყველა ეტაპი ახალ საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი.

მხატვრის გარდაცვალებიდან 18 წლის შემდეგ სახელოსნო ნამუშევრებმა პირველად სწორედ ამ ექსპოზიციისთვის დატოვა.

მხატვრის და ქართული მონუმენტური ხელოვნების ფუძემდებლის შემოქმედებაში ხშირად ხევსურული და თუშური თემები გვხვდება.

დღის ამბები