19 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
შს მინისტრი ოპონენტებთან მწვავე კამათს აფასებს და მათ კიდევ ერთხელ აკრიტიკებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეპუტატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

გიორგი გახარიას შეფასებით, კომისიამ მუშაობის ფარგლებში ვერცერთი ახალი ფაქტობრივი გარემოება ვერ გამოკვეთა და მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაცია გასცა, რაც მინისტრისთვის მიუღებელია.

„ფაქტობრივად, დავინახეთ, რომ ამ კომისიამ ვერცერთი ახლად გამოვლენილი ფაქტი, ფაქტობრივი გარემოება გამოძიების ფარგლებში ვერ გამოავლინა და მხოლოდ და მხოლოდ, ისე შეადგინა საბოლოო დასკვნები, რომლებიც, ფაქტობრივად, მოიცავდნენ იგივე შედეგებს, რაც ჰქონდა გამოძიებას, კომისიამ, რომელმაც გასცა დევნის დაწყების რეკომენდაცია, რომელიც საერთოდ არ არის მათი ფუნქცია და ამის შემდგომ, ეს ყველაფერი საკმაოდ დამძიმებული პოლიტიკური კონიუნქტურის ფონზე ხდებოდა, რა თქმა უნდა, ეს დღეს გახდა დისკუსიის საგანი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დეპუტატებს და შს მინისტრს შორის რიგგარეშე სასესიო სხდომაზე შეხვედრა 7 საათს გაგრძელდა. მინისტრმა ოპონენტების მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, რადგან ოპოზიციის წევრების შეფასებით, მან კითხვებზე რეალური პასუხების გაცემას თავი აარიდა.

დღის ამბები