პოლიტიკური ზეწოლა ია კერზაიაზე - განხორციელებული რეპრესიების შესახებ ინფორმაციას, ბაჩანა შენგელია დღეს მთავარ პროკურატურას მიაწვდის.
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის შვილი საგამოძიებო ორგანოში იმ დოკუმენტებს წარადგენს, რომელიც სკოლაში ინსპექტირების სამსახურის მიერ ჩატარებულ შემოწმებას ეხება.
ოჯახი ამტკიცებს, რომ კერზაიას გარდაცვალება, სწორედ პოლიტიკურ ზეწოლას და ხელისუფლებისგან დაწყებულ რეპრესიებს მოჰყვა.
„საუბარია ინსპექტირების სამსახურის ორ თანამშრომელზე, ბატონი წამალაშვილი, ქალბატონი ჯაფარიძე. ასევე მათი ხელმძღვანელი თეონა გაბიჩვაძე და საუბარია განათლების მინისტრზე,“-აცხადებს შენგელია.