26 აპრილი 2024,   18:04
ვრცლად
ნიუ-იორკში საახალწლო სამზადისი დასასრულს უახლოვდება

ნიუ-იორკში საახალწლო სამზადისი  დასასრულს უახლოვდება. მთავარი სანახაობა ტრადიციულად ტაიმ სკვერზე გაიმართება. შოუს ორგანიზატორებმა მანჰეტენის ცათამბჯენებიდან ფერადი ფურცლები გადმოყარეს, რის შემდეგაც, მოცეკვავეებმა რეპეტიცია გაიარეს და რამდენიმე ნომერი ღია ცის ქვეშ შეასრულეს.

ე.წ. კონფეტის საცდელ გაშვებას ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს. ნიუ-იორკელებისა და ტურისტებისათვის იგეგმება ბროლის ბურთის სატესტო დაშვებაც, რომელსაც ტაიმ სკვერზე ხვალ, ახალი წლის პირველივე წამს დაუშვებენ. საახალწლო ღონისძიების ორგანიზატორები 31 დეკემბერს ტაიმ სკვერზე მილიონამდე ადამიანს ელოდებიან. 

დღის ამბები