26 აპრილი 2024,   22:43
ვრცლად
"უნდა მოხდეს მოსამართლეების სიის განახლებაც და პროცედურის მკაფიოდ გაწერაც" - მმართველ გუნდში დაპირისპირება გრძელდება 

"ქართულ ოცნებაში" 2018 წლის ბოლოს დაწყებული დაპირისპირება 2019 წელსაც გრძელდება. საქმე უზენაეს სასამართლოში დასანიშნ უვადო მოსამართლეების სიას ეხება. 

მმართველი გუნდის წევრები ადასტურებენ, რომ ეს არის ყველაზე დიდი დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა რაც კი ამ დრომდე საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფილა. ე.წ. ძველების გუნდში, რომლებიც ეკა ბესელიას უჭერენ მხარს ამბობენ, რომ აუცილებლად არის შესაცვლელი მოსამართლეთა შერჩევის წესი და იმ სიის შემადგენლობა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა პარლამენტს გაუგზავნეს.

„მათ რეპუტაციასთან მიმართებაში გასული ხელისუფლების პირობებში გარკვეული კითხვის ნიშნები, უკმაყოფილება და ბევრი სხვა კითხვები არსებობს. შესაბამისად, ეს არის მიზეზი რის გამოც  უნდა მოხდეს სიის განახლებაც და ამ პროცედურის ძალიან მკაფიოდ გაწერაც.

რაც შეეხება აზრთა სხვადასხვაობას, არ ვერიდებით ჩვენ , არ ვართ ის  პარტია, რომლის შიგნითაც აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს, ან კამათი არ არსებობს და ხშირ შემთხვევაში გარეთაც ჩანს ხოლმე ეს და ამაში ვერ ვხედავთ ვერაფერს დასაძრახისს. იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია რომ სწორედაც რომ უნდა იყოს ძალიან აქტიური მსჯელობა და თუნდაც კამათი. თუმცა განხეთქილებას ვერ დავარქმევ ამ ყველაფერს. დავადასტურებ იმას,  რომ ეს არის ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა ყოფილა ჩვენი გუნდის შიგნით,“-განაცხადა ლევან კობერიძემ. 

დღის ამბები