26 აპრილი 2024,   17:41
ვრცლად
 იძულებითი ქორწინების გამო 18 წლის საუდელი გოგო ტაილანდში თავშესაფარს ითხოვს 

18 წლის საუდელი გოგო ტაილანდში თავშესაფარს ითხოვს. რაჰაფ მუჰამედ ალ ქუნუნი ამჟამად ბანკოკის აეროპორტის სასტუმროს ნომერშია ჩაკეტილი და დეპორტაციის გადაწყვეტილებას არ ემორჩილება. ახალგაზრდა ქალი აცხადებს, რომ მას ოჯახის წევრები მოკვლით ემუქრებიან, ამიტომ თავშესაფარს ითხოვს ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც მის მიღებას დათანხმდება.

რაჰაფ ალ ქანუნის ოჯახი ამჟამად ქუვეითში იმყოფება. ტაილანდის საემიგრაციო სამსახური სწორედ ქუვეითში აპირებს გოგონას გაგზავნას. ტაილანდის პოლიციაში აცხადებენ, რომ 18 წლის ქალს სამშობლოში დაბრუნება არასასურველი ქორწინების გამო არ სურს.

დღის ამბები