17 მაისი 2024,   13:14
ვრცლად
გრიპის ვირუსი შემთხვევების მატება - ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა

ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს.

მათი თქმით, გადაწყვეტილება ამის შესახებ მას შემდეგ მიიღეს, რაც კლინიკაში გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. 41 წლის ქალი სავარაუდოდ H1 N1 ვირუსით გარდაიცვალა.

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ფოთში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებს ჯამში 1427 პაციენტმა გრიპის ვირუსის ჩივილებით მიმართა, აქედან 4 პაციენტის მდგომარეობა იყო რთული, მათგან ერთი კი გარდაიცვალა.

„ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც შემთხვევა გვქონდა სიკვდილიანობასთან, დაფიქსირდა ერთი შემთხვევა. როგორც ასეთი, ლაბორატორიულად გამოკვლეული არ არის და ვერ ვიტყვით, რომ ეს იყო H1 N1 ვირუსი. ეს იყო მწვავე პნევმონიით გარდაცვლილი ქალბატონი. ამ ეტაპზე, ქალაქში მდგომარეობა არის სტაბილური. ამბულატორიულად, სულ მიმართვიანობა 52-ე კვირაზე არის 1427, აქედან 38 არის ჰოსპიტალიზირებული, ხოლო მწვავე როგორც გართულებული ფორმით იყო 4 შემთხვევა. მდგომარეობა არის სტაბილური და არა საგანგაშო,“ - განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა, ნინო ლეფსაიამ

ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ამჟამად რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით 11 პაციენტი გადის მკურნალობას. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

დღის ამბები