16 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
პირველი ვიზიტი თურქეთში პრემიერის რანგში და კორტეჟი თურქული კავალერიის თანხლებით – რაზე ისაუბრეს ირაკლი კობახიძემ და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა

პირველი ვიზიტი თურქეთში პრემიერის რანგში და კორტეჟი თურქული კავალერიის თანხლებით - ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს, დღეს, ანკარაში შეხვდა.

განიხილეს გლობალური და რეგიონული გამოწვევები - ყველა ის საკითხი, რომელიც ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა და პრემიერმა პრესკონფერენცია გამართეს.

"დღეს ორი მეგობარი შევხვდით ერთმანეთს" - აცხადებს ერდოღანი და უწყვეტ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

ამავე დროს, თურქეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით უნდა გადაწყდეს.

"სამაგალითო ლიდერი, რომელიც მტკიცედ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს" - ამ სიტყვებით დაპატიჟა რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძემ საქართველოში.

პრემიერმა დღეს რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზეც ისაუბრა. გეოპოლიტიკის გარდა, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს სატარნზიტო და ეკონომიკურ ურთიერთობებს. ახსენეს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.

თურქეთი, უკვე 16 წელია, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ეს პარტნიორობა კი, უკვე ასულია 3 მილიარდ დოლარზე. ახალი მიზანი 5 მილიარდია.

 

დღის ამბები