16 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
რუსეთმა, ხარკოვის ოლქში, ფრონტზე უკრაინის თავდაცვის ხაზის გარღვევა შეძლო

რუსეთმა, ხარკოვის ოლქში, ფრონტზე უკრაინის თავდაცვის ხაზის გარღვევა შეძლო. უკრაინის საზღვრისპირა რეგიონის დასაბომბად, ოკუპანტი საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს, ბომბდამშენებსა და "შაჰიდი"-ს დრონებს იყენებს.

დღეს რუსული ძალების თავდასხმას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით დაშავდა. რუსეთმა შეძლო საკუთარი პოზიციების სასაზღვრო ზონიდან რვა კილომეტრით წინ წაწევა და ქალაქ ვოვჩანსკის დიდ ნაწილზე კონტროლის დამყარება. უკრაინის თავდაცვის ძალები რეგიონის გარშემო მობილიზაციას იწყებს. ქვეყნის უშიშროების სამსახური იკვლევს, რატომ შეძლეს რუსეთის ძალებმა დაბრკოლებების გარეშე საზღვრის გადაკვეთა.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, ვოვჩანსკის მიმართულებით, რუსეთის სამხედრო პოზიციების გამყარების გეგმა ჩაიშალა. უკრაინელები კრამატორსკის, ბახმუტის, პერვომაისკოეს, კურახოვისა და დნეპროს მიმართულებებით იერიშებს იგერიებენ. საგანგებო სამსახურებს მოსახლეობის ევაკუაცია დაბომბვების პარალელურად უწევთ. ხარკოვის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალები სიტუაციას აკონტროლებენ.

უკრაინის პრეზიდენტი ხარკოვში ჩავიდა, სადაც სამხედრო საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა. ზელენსკიმ, ძალოვან უწყებებთან, რეგიონის თავდაცვის სტრატეგია შეიმუშავა.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, რუსეთის მიზანს სასაზღვრო რაიონებში ბუფერული ზონის შექმნა წარმოადგენს. მიზნის მისაღწევად, ოკუპანტი იყენებს საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს, დრონებსა და მოიერიშე თვითმფრინავებს.

დღის ამბები