17 მაისი 2024,   11:41
ვრცლად
დაპირისპირება "ოცნებაში" - მმართველი პარტია შეხვედრას მართავს

მმართველი პოლიტიკური გუნდის დახურული შეხვედრა კაჭრეთში - "ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, სასტუმრო "ამბასადორში" შეკრებილი პარტიის ლიდერები, სამომავლო გეგმებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობენ. 

ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრის ფარგლებში, უწყებები დაგეგმილ აქტივობებს შეაჯერებენ.

შეხვედრას არ ესწრება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი. 

სავარაუდოდ მმართველი გუნდის ლიდერები პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზეც იმსჯელებენ. თუმცა ცნობილია, რომ შეხვედრას არ ესწრება დაპირისპირების მთავარი ფიგურანტი ეკა ბესელია და არც მისი მხარდამჭერი გედევან ფოფხაძე. ისინი თბილისში იმყოფებიან. 

შეხვედრას ე.წ. ახლების გუნდის წარმომადგენლები ესწრებიან და კაჭრეთში საპარლამენტო უმრავლესობის ე.წ. ძველების გუნდის არცერთი წარმომადგენელი არ იმყოფება.

სავარაუდოდ ეკა ბესელიას გარიცხვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სწორედ ე.წ. ახლების გუნდის წარმომადგენლები მიიღებენ.

ეკა ბესელიას გარიცხვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება კი კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი, როდესაც უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნება.

დღის ამბები