17 მაისი 2024,   13:14
ვრცლად
გრიპის ვირუსის მორიგი მსხვერპლი - გორში 35 წლის ქალი გარდაიცვალა

გრიპის ვირუსით გარდაცვალების მორიგი შემთხვევა - გორში, კლინიკა "გორმედში" ცოტა ხნის წინ 35 წლის ქალი გარდაიცვალა. 

ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გრიპის ვირუსის სიმპტომებით პარასკევს შევიდა. მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა, დღეს კი ფატალური შედეგი დადგა. 

ჯერჯერობით H1N1 ტიპის ვირუსი დადასტურებული არა არის. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი რისკჯგუფში იმყოფებოდა. მას სიმსივნის გამო რამდენიმე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. 

„პარასკევს მოგვმართა გრიპით. უბრალოდ აქ, სამწუხაროდ ჰქონდა დატვირთული ანომნეზი. ნაოპერაციები იყო თავის ტვინის სიმსივნეზე რამდენჯერმე და იყო შემდგომში კიდევ რამდენიმე ოპერაცია თავის ტვინზე ნაწარმოები. მოგვმართა სუნთქვის უკმარისობით, მაღალი ცხელებით, სავარაუდოდ, გრიპით. მოთავსდა თერაპიულ განყოფილებაში,  მაგრამ მალევე, რომ შეფასდა მისი მდგომარეობა, გადაყვანილი იქნა რეანიმაციაში, დაწყებული იქნა მკურნალობა...სამწუხაროდ, მისი მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ მოხერხდა და დღეს გარდაიცვალა,“ - განაცხადა სამედიცინო ცენტრ ”გორმედის” კლინიკური დირექტორმა, დავით ყაზაიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები