19 მაისი 2024,   12:31
ვრცლად
გამოძიება "თი ბი სი" ბანკში - ორგანიზაციის ხელმძღვანელობა განცხადებას დღეს გააკეთებს

“თი ბი სი“ ბანკში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას ბანკის ხელმძღვანელობა დღეს აპირებს.

პროკურატურა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბანკში გუშინ შევიდა. საფინანსო ორგანიზაციიდან ამოღებულია დოკუმენტაცია. დეტალებზე თადუმაძის უწყებაში არ საუბრობენ - პროკურატურაში მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ძიება "ომეგას" საქმესთან დაკავშირებული არ არის.

განსხვავებული ვერსიები ვრცელდება მედიაში და ერთ-ერთი მათგანი სწორედ "ომეგას" სკანდალს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესებსა და „თი ბი სი-ს“ მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება.

დღის ამბები