19 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
ტრაგედია ჭავჭავაძის გამზირზე - სასწრაფო დახმარების მძღოლს ბრალი წარედგინა

სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი, რომელიც დღეს ჭავჭავაძის გამზირზე მუშებს დაეჯახა, უკვე დაკითხეს. დაკითხვის დასრულების შემდეგ, მას ბრალი წარუდგინეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სასწრაფო დახმარების მძღოლი, შემთხვევის დროს მძღოლი ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

გამოძიება, სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლის მიმართ, ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

"აღნიშნული შემთხვევის მომენტში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტომანქანაში იმყოფებოდა პაციენტიც, რომელიც არ დაშავებულა და გადაყვანილია დანიშნულების ადგილზე.

მოგეხსენებათ, მომხდარის შედეგად, დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2 ექიმი. ყველა მათგანს უკვე გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება"-ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე დილით მოხდა, სასწრაფო, რომელსაც პაციენტი საავადმყოფოში გადაჰყავდა, სამშენებლო ობიექტის ჯიხურს იმ დროს დაეჯახა, როცა მასში სამუშაობის დასაწყებად მისული მუშები იმყოფებოდნენ.

შემთხვევის შემდეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 12 კი დაშავდა.  

დღის ამბები