19 მაისი 2024,   14:00
ვრცლად
საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს "თიბისი ბანკის" ფუნქციონირებაზე - ეროვნული ბანკი

„თიბისი ბანკში“ დაწყებულ გამოძიებას და პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას  ეროვნული ბანკი ეხმაურება. ეროვნული ბანკის მიერ გასაჯაროებულ განცხადებაში ადასტურებენ მთავარი საგამოძიებო უწყების ცნობას, რომ საქმესთან დაკავშირებით ინფორმირებულია ეროვნული ბანკი.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ, თუმცა ის საჯარო არ არის.

წერილობით კომენტარში ასევე ნათქვამია, რომ მიმდინარე გამოძიებით „თიბისი ბანკის“ საქმიანობას ხელი არ შეეშლება.

„საქართველოს ეროვნული ბანკი, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მუდმივ ზედამხედველობას უწევს კომერციულ ბანკებს, მათ შორის "თიბისი ბანკს." კანონმდებლობის თანახმად, ეროვნული ბანკის საზედამხედველო ღონისძიებები, როგორც ამ კონკრეტულ, ასევე სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, არ არის საჯარო და შესაბამისად, უფლებამოსილი არ ვართ, დეტალებზე ვისაუბროთ. ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "თიბისი ბანკი" ფინანსურად ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს ყველა ეკონომიკურ ნორმატივსა და ლიმიტს. მიმდინარე საგამოძიებო პროცესი, ასევე, ბანკთან დაკავშირებული პირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, გავლენას არ მოახდენს თავად ბანკის ფუნქციონირებაზე,“- აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები