17 მაისი 2024,   10:29
ვრცლად
გერმანიის აეროპორტებში პერსონალის გაფიცვის გამო, 500-მდე რეისი გადაიდო

გერმანიის მსხვილ აეროპორტებში პერსონალი გაიფიცა. კიოლნის, დიუსელდორფისა და შტუტგარტის აეროპორტების უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები, ანაზღაურების ერთიანი ფედერალური ტარიფის დაწესებას და ხელფასების გაზრდას მოითხოვენ. წინასწარი ინფორმაციით, გაფიცვა რომელიც 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება, 100 ათასზე მეტ მგზავრს შეეხება. უკვე გადაიდო 500-მდე რეისი დიუსელდორფსა და შტუტგარტის აეროპორტებში.

ღამის საათებში კიოლნი-ბონის აეროპორტის მისადგომებთანაც ქაოსი იყო. სამგზავრო და სატვირთო მანქანები აეროპორტის ტერიტორიაზე შესვლას ვერ ახერხებდნენ. ავტომობილების კოლონის სიგრძე რამდენიმე კილომეტრს შეადგენდა.

დღის ამბები