17 მაისი 2024,   10:08
ვრცლად
დონალდ ტრამპმა დემოკრატ ლიდერებთან გამართული მოლაპარაკებები დემონსტრაციულად შეწყვიტა

დონალტ ტრამპმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობასთან და ფედერალური სამსახურების მუშაობის აღდგენასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დემონსტრაციულად დატოვა. კონსულტაციები შეერთებული შტატების კონგრესის დემოკრატ ლიდერებთან პრეზიდენტმა ერთად-ერთი კითხვის შემდეგ შეწყვიტა. იგი დაინტერესდა დაუჭერენ თუ არა მხარს დემოკრატები კედლის მშენებლობას, თუ ის ე.წ. "შათ დაუნს" დაასრულებს, რაზეც წარმომადგენელთა პალატის სპიკერისგან უარყოფითი პასუხი მიიღო.

მოგვიანებით მან "ტვიტერში" დაწერა, რომ დერმოკრატებთან შეხვედრა დროის ფუჭი ხარჯვა იყო. ე.წ. "შათ დაუნი" შეერთებულ შტატებში უკვე 19 დღეა გრძელდება.

დღის ამბები